Friday, July 8, 2011

1. პროექტის სახელწოდება:ჩემი სკოლა
2. პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები იკვლევენ საკუთარი სკოლის ისტორიას და ქმნიან მის მატიანეს.
3. პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები იძიებენ საკუთარი სკოლის წარსულს,სკოლის სახელობას,როდის და რატომ მიენიჭა სკოლას ამ პიროვნების სახელი,,სკოლის დაარსების წლებს,დამფუძნებელთა ბიოგრაფიებს,მათ მოღვაწეობას,იკვლევენ ამ სკოლაში მომუშავე პირველი მასწავლებლების ვინაობას,მოსწავლეები სკოლის არსებობის წლებს ყოფენ სკოლის დირექტორების მოღვაწეობის წლებად,იძიებენ თითოეული დირექტორის მოღვაწეობის წლებში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს და წარმატებებს.სურათებს აგროვებენ ალბომისთვის.სასურველია სკოლაში გაიხსნას პატარა მუზეუმი.
4. მონაწილეთა ასაკი:10
5. ვადები, ხანგრძლივობა:ორი– სამი თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები:სურათების გადაღება,ძველი ფოტო და ვიდეო მასალის მოძებნა,გამოფენის მოწყობა.
7. მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეებმა გაღრმაონ ცოდნა თავისი სკოლის შესახებ.

8. სარგებელი სხვებისათვის:სკოლაში ჩატარდება ფოტო გამოფენა,მოსწავლეები ინტერნეტით გააცნობენ თანატოლებს თავიანთ სკოლას.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან:/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის უნარ–ჩვევები,შეისწავლიან ისტორიულ კვლევას,ფოტო და ვიდეო გადაღებით შეძლებენ ფოტოხელოვნების უნარის გამომუშავებას,ჩამოუყალიბდებათ გემოვნება და ისწავლიან პროექტზე მუშაობას.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:–
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:თამარ სიხარულიძე.
13. პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:sikharulidze.tamuna@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი:

Wednesday, July 6, 2011

პატარა ქართველი

მე  პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი,
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი.
ქართლ–კახეთი,იმერეთი,
გურია და სამეგრელო,
ყველა ჩემი სამშობლოა,
საყვარელი საქართველო.